logo
ENG



ნორვეგიამ 15 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

13 აპრ 202316:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/13/8lyh5zbt9nse2ic.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომ "ესენი დაზვერვის თანამშრომლები არიან, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევიან".

საგარეო საქმეთა მინისტრის ანიკენ ჰუიტდელდტის თქმით, რომ სამართალდამცავი ორგანოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ დიპლომატიური საფარქვეშ მომუშავე დაზვერვის თანამშრომლებს, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გადაწყდა მათი ახლავე გაძევება.

"ამჟამად ნორვეგიისთვის ყველაზე დიდი ჯაშუშური საფრთხე რუსეთიდან მოდის. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით [...] ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს დიპლომატიური საფარქვეშ იმოქმედონ ნორვეგიაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არაერთმა ქვეყანამ, პირველ რიგში ევროპულმა, რუსეთის დიპლომატიური მისიის შემცირება დაიწყო. როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლება დიპლომატების გამოძევებას "სარკისებურად" პასუხობს.


close დახურვა