logo
ENG



ნორვეგიის საგარეო: კვლავ ვადასტურებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას

28 ნოე 202522:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/28/tmn41dqtnc4402v.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის 1 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება მხარდაჭერას გამოხატავს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და მოუწოდებს, რომ "უსამართლოდ დაპატიმრებულები" უნდა გათავისუფლდნენ.

"ერთი წელი შესრულდა ყოველდღიური პროტესტისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა.

ნორვეგია კვლავ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, აგრეთვე გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდაჭერას.

უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ", - წერია განცხადებაში.


close დახურვა