logo
ENG



ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება - ზელენსკი

20 მაი 202018:03
3 წუთის საკითხავი
 

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ღია ცის ქვეშ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდომირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში მყოფი ტყვეებისა და ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს უყურადღებოდ არასდროს დატოვებს.

უკრაინის ლიდერმა ტყვეთა გაცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, პატიმრების გაცვლის მორიგი ეტაპი განხორციელდეს.  

პრესკონფერენცია რამდენიმე წუთით შეწყდა. მოულოდნელად პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მიმართა და სთხოვა, რომ რამდენიმე წუთით შეისვენებდა. 


close დახურვა