"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას ეხმაურება. მისი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიეღწიათ ცვლილებებისათვის დემოკრატიული და პოლიტიკური გზებით, ეს ყველაფერი ივანიშვილის ცინიკური პასუხის შემდეგ კი უარყოფილი იქნა.
"სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიეღწიათ ცვლილებებისათვის დემოკრატიული და პოლიტიკური გზებით. ეს ყველაფერი ივანიშვილის ცინიკური პასუხის შემდეგ იქნა უარყოფილი. ივანიშვილმა, მდაბიო მოძალადემ გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს და საკუთარ მოქალაქეებს უთხრა: რახან თქვენ აღარ აპირებთ "ქართული ოცნების" არჩევას, ამიტომ თქვენ ჩამორთმეული გაქვთ არჩევანის უფლება. პასუხი ასეთი ხელისუფლებისათვის არის მხოლოდ ის რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მასობრივი გამოსვლები, მასშტაბური და უწყვეტი აქციები, მშვიდობიანი და უკომპრომისო არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ. უნდა მივაღწიოთ ამ ხელისუფლების გადაყენებას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, ახალი არჩევნების დანიშვნას და იმ ხელისუფლების დამკვიდრებას საქართველოში, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნება-სურვილს," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.