„ივანიშვილი საერთოდ აღარავის უსმენს“ - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბოლოდროინდელი ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, საფრთხის შემცველიც კი იყოს სახელმწიფოსთვის.
„მე მგონია, რომ ივანიშვილი საერთოდ არავის არ უსმენს. მისი ეს სრულიად კომიკური, ჩვენთვის რომ ტრაგიკული არ იყოს, განცხადება, რომ მისწერს წერილს კონგრესს, სწორედ ამაზე მეტყველებს. ის არ უსმენს ქართველ ხალხს და ჩვენ კარგად ვნახეთ, როგორ მოუსმინა მან ქართველ საზოგადოებას. ის არ უსმენს არავის და მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ის ვიწრო გარემოცვასაც კი აღარ უსმენს. მასთან ახლოს მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ასეთ მდგომარეობაში როცა არის, ის უბრალოდ არ იღებს არანაირ რჩევას. ამიტომ საქმე გვაქვს ახლა ერთ მანიაკთან, ერთ პოლიტიკურ მანიაკთან, რომელიც იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს უკიდურესი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაური სოფო ზურაბიანის სტუმარია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“, სადაც დღეს კონტრაქციებისა და პარტაქტივის გამოყენების შესახებ ისაუბრეს.