logo
ENG



ნულანდი: ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც სტანდარტს დააკმაყოფილებს

12 იან 202209:22
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატო-ს მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია. 

როგორც ნულანდმა აღნიშნა, ნატო-ს ძირითადი პრინციპი ღია კარის პოლიტიკაა და არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისთვის ბევრს მუშაობენ, მაგალითად - საქართველო და უკრაინა. 

"ღია კარი ნატოს ძირითადი პრინციპია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 1949 წლის დამფუძნებელი ქარტიის მიხედვით, ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ნატო-ს მაღალი სტანდარტები. არსებობს რიგი ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ ალიანსს, ასევე რამდენიმე, რომლებსაც სურთ გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ ნატო-სთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მათ შორისაა საქართველო და უკრაინა", - აღნიშნა ნულანდმა 

დღეს, 12 იანვარს, ბრიუსელში რუსეთისა და ნატოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას განიხილავენ. 

10 იანვარს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრები დაიწყო. მოლაპარაკებების თემა უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარებია - რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეჭრით იმუქრება და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, უკან წაიღონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

აშშ აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რუსეთმა დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა. 

  • წაიკითხეთ, როგორ დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა 10 იანვარს. 

close დახურვა