ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველი ინფიცირებული პირის კონტაქტები, როგორც ინფექციონისტები ამბობენ გამოკვლეულია და 100-ზე მეტია.
ნუცუბიძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი კორპუსიდან საკარანტინე სივრცეში 24 ადამიანია გადაყვანილი, ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. მიუხედავად თვითიზოლციისა, კორპუსებთან არ დგას საპატრულო პოლიცია.
„ფორმულამ“ გადაიღო მამაკაცი, რომელიც ამ კორპუსიდან გამოვიდა და ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა. როგორც მან განაცხადა, კონტაქტი ინფიცირებულთან არ ჰქონია და თვითიზოლაციის წესების დაცვას არ თვლის საჭიროდ.
ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 5 დღის წინ დადასტურდა კორონავირუსის ფაქტი, კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ისინი დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.