logo
ENG



რა შეიცვალა ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის - საბჭოს გადაწყვეტილება

02 დეკ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/hzx5wlfwpdjnf3g.jpg

დღეს, 2 დეკემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. კერძოდ:

  • მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ, მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში;
  • იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, დარჩნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში;
  • მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.

close დახურვა