logo
ENG



ნუცუბიძეზე აფეთქების შედეგად დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

02 ივნ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია. პაციენტს სხეულის 25 პროცენტის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ექიმის თქმით, დამწვრობები ძირითადად მეორე-მესამე ხარისხისაა. 48 წლის მამაკაცი აფეთქებული გაზ გასამართი სადგურის თანამშრომელია.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოაციენტი 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

„ამ წუთისათვის ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღენიშნება სხეულის 25% პროცენტის მეორე-მესამე სახის დამწვრობა. დაზიანებული აქვს სახე, წელის მიდამო, უბნობრივად ზემო და ქევდა კიდურები. აფეთქების შედეგად გაუმართლა, რომ უფრო სერიოზული ტრავმა არ მიიღო. თუმცა, ეჭვი გვაქვს ბაროტრავმასა და სასუნთქი გზების დაზიანებაზე. პაციენტი 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ არის“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის პლატოზე გაზგასამართი სადგური გვიან ღამით აფეთქდა.

ამავე თემაზე: „ეკო გაზის“ დირექტორის უფროსის პირველი კომენტარი.


close დახურვა