სამი მცირეწლოვანი ობოლი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ბაბუა და ბიძა სოციალური სტატუსის მოპოვებას თვეებია, ვერ ახერხებენ. ბავშვების აღმზრდელები ამბობენ, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შვილები დედამ მარჩენალ დაკარგულის შემწეობის გარეშე დატოვა და სახლიდან წავიდა. დიდ ჭყონდიდში ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახის მძიმე სოციალური ყოფით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამბავი სოციალურმა ქსელმა მოიცვა - დახმარება კი ერთჯერადად გადახდილი ასი ლარი და შეშა აღმოჩნდა.
ობლები სოციალური სტატუსის გარეშე
21 თებ 202220:06
3 წუთის საკითხავი