logo
ENG



ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა

23 აპრ 202217:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/vlr9r0dshgcnh9h.jpg
Reuters

უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქი ოდესა სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ოდესაში რუსმა ოკუპანტებმა მინიმუმ 6 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

„[რაკეტა] საცხოვრებელ შენობას დაეცა. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ 1 ადამიანი დაიღუპა. ის ერთ-ერთი სახლის ეზოში საკუთარ მანქანაში დაიწვა“, - აცხადებს გერაშენკო.

ოდესაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულებაც.

ოდესის მერია მოსახლეობას სთხოვს, არ გაავრცელონ ფოტო და ვიდეო მასალა, რადგან ეს რუსულ ძალებს შესაძლოა დაეხმაროს თავდასხმაში.


close დახურვა