logo
ENG



ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეათე ცხედარი ამოიყვანეს - ის ჩვილია

03 მარ 202412:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/03/d62brg3vj2ojxjc.jpg

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. მაშველებმა 9-სართულიანი შენობის ნანგრევებში ჩვილის ცხედარი იპოვეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 8 თვის იყო, მისი ცხედარი კი ქალის გვერდით იყო ნაპოვნი.  

"ისინი ჩახუტებულები იყვნენ", - აცხადებს უწყება. 

2 მარტს ღამით,  რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა