logo
ENG



ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 3 თვის ბავშვიც

23 აპრ 202218:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/lirjl850zde1ok6.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. მათ შორისაა 3 თვის ბავშვიც.

მისი ცნობით, რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 18 ადამიანი დაშავდა.

ერმაკი აცხადებს, რომ ეს არაა საბოლოო მონაცემები და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.

უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქი ოდესა სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. 

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ შენობას გაუხსნეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ოდესაში რუსმა ოკუპანტებმა მინიმუმ 6 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

 

close დახურვა