logo
ENG



ოდესაში ეკატერინე II-ის ძეგლი აიღეს

29 დეკ 202211:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/n2o31pa5vmqd2hj.jpg

29 დეკემბრის ღამეს ოდესაში აიღეს "ოდესის დამფუძნებლების" ძეგლი რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II-ის ქანდაკებით. დემონტაჟში მოყვა სარდალ ალექსანდრ სუვოროვის ძეგლიც.

ძეგლების აღების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს ქალაქის საბჭომ მიიღო. ძეგლებს შესანახად ოდესის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში გადაიტანენ.

ბოლო რამდენიმე თვეში "ოდესის დამაარსებლების" ძეგლი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი: სექტემბერში ის ორჯერ შეღებეს წითელი საღებავით, ნოემბერში ეკატერინე II-ის სკულპტურას ჯალათის წითელი ქუდი ჩამოაცვეს.

ძეგლი ოდესის ცენტრში მდებარეობდა. კვარცხლბეკზე ეკატერინე II-ის ქანდაკებაა, კვარცხლბეკის მახლობლად იმპერატორის ფავორიტები - ხოსე დე რიბასი, ფრანც დე ვოლანი, გრიგორი პოტიომკინი და პლატონ ზუბოვი. ძეგლის ორიგინალი 1900 წელს დაიდგა, 20 წლის შემდეგ ის აიღეს, 2007 წელს კი აღადგინეს. მომდევნო წლებში მისი აღება არაერთხელ სცადეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქალაქში აქტიურად დაიწყეს იმ ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა და ძეგლების აღება, რომლებიც რუსეთს უკავშირდებოდა.


close დახურვა