logo
ENG



ოდირის დირექტორი: ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას

13 თებ 202016:16
3 წუთის საკითხავი
 
2jz25orn2q69bau.jpg

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერის გვერდზე ეხმაურება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი.

„ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის მოშლაში და მოვუწოდებ ყველა მხარეს ხელახლა ჩაერთონ ამ პროცესში“, - წერს გისლადიტორი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

უგულავას დაკავებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და ფაქტთან დაკავშრებით იმედგაცრუება გამოხატეს, ხოლო ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი ამ ფაქტიდან გამომდინარე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საარჩენო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას აღარ აპირებენ.

სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია, - ამ განცხადებით ეხმიანება სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. კინზინგერის თქმით, მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ უგულავას საქმე ამერიკელ პარტნიორებს უბრალოდ აწუხებთ.

ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ აქვეყნებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ლინკევიჩუსი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება სასამართლო ოპონენტების დევნისთვის გამოიყენო.

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს", - „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაპატიმრებას გაერთიანებული სამეფოს საელჩოც ეხმაურება.

ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით სპეცილური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დიალოგს ხელს არ უწყობს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საქმის გარშემო არსებული ვითარება არ შეესაბამება მოწინავე პოლიტიკური დიალოგის პროცესს.

ევროპის პარლამენტის ჯგუფი Renew Europe-ი, უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გმობს. ამის შესახებ განცხადებას Renew Europe ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ უგულავასთვის 38 თვიანი პატიმრობის მისჯა იმ საქმისთვის მოხდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა. როგორც ტუსკი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, არ შეიძლება, სასამართლო სისტემა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყოს გამყენებული.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე გიგი უგულავასთავის და მასთან ერთად ბრალდებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.


close დახურვა