logo
ENG



ოდირის დირექტორი: საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

09 მარ 202007:51
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ოდირის  დირექტორი,  ინგიბიორგ  გისლა დოტირიც აფასებს.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული პერიოდი. 

,,მოხარული ვარ, რომ ვხედავ შეთანხმებას,  საქართველოს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების მიღების შემდეგ,  საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ველოდები  ადგილზე ოდირის  დამკვირვებლების საფუძვლიან შეფასებას“, -წერს ოდირის დირექტორი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იიმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.

 


close დახურვა