ოზურგეთის ახლადარჩეული მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. არჩილ ყაზაიშვილის დაკავების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობდა, მანამდე იგი საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. დაპატიმრებულის დედა ამბობს რომ მომხდარის შესახებ ინფორამცია არ აქვს.
ოზურგეთის მერის თანაშემწე დააკავეს
11 იან 202217:36
3 წუთის საკითხავი