ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკრალში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ ფორმულას განუცხადა, მათი ინფიცირების წყარო ლაითურელი ქალია.
ასევე არჩილ მჟავიას ინფორმაციით, დედა-შვილი საჩხერის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის ინფიცირებულის 15 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია, მათ ტესტირება ჩაუტარდათ.