logo
ENG



ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კარიერულ წარმოებას აპროტესტებს

07 ივლ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კარიერულ წარმოებას აპროტესტებს, მათი თქმით ინერტული მასალის მოპოვება ადგილობრივებს ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უქმნის. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ საქმიანობის გამო სოფლის ჭებში წყალი შრება, ზიანდება გზა, საყანე ფართობები, რაც მოსახლეობისთვის თავის რჩენის ერთადერთი გზაა, მდინარეს მიაქვს.

სუფსაზე ინერტული მასალების მოპოვებას ამჟამად კომპანია "სამი ძმა"ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ინერტული მასალის მოპოვება კანონიერად მიმდინარეობს და შესაბამისი ლიცენზიაც აქვთ.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ლიცენზია თავის დროზე უკანონოდ გაიცა და საკითხი შესწავლას საჭიროებს.


close დახურვა