logo
ENG



ოზურგეთის საკრებულოში ერთმანეთს ენმ-სა და ქართული ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ

04 დეკ 201914:31
3 წუთის საკითხავი
 
uomy5xzarzaa1kx.jpg

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და დეპუტატები ''ნაციონალური მოძრაობიდან'' დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე დაუპირისპირდნენ. კამათი ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით მჟავანაძის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას  მოჰყვა, რომლის კომენტარშიც მჟავანაძე ეჭვქვეშ ''ქართული ოცნების'' დეპუტატის, ქეთი ვასაძის ატესტატის ნამდვილობას აყენებდა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

მჟავანაძის თქმით, მისი სტატუსის სამიზნე არა კონკრეტული დეპუტატი, არამედ ხელისუფლება იყო, რომელიც ასეთ ადამიანებზე დგას.

„მე მეგონა "ქართულ ოცნებაში", მხოლოდ დიპლომების პრობლემა იყო, თურმე ატესტატების პრობლემაც ყოფილა და ეს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელზეც იყო საუბარი ამან გამოიწვია გაღიზიანება. ჩემი სამიზნე არ ყოფილა დეპუტატი ჩემი სამიზნე იყო ხელისუფლება, რომელიც ასეთ ადამიანებზე დგას, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ორიენტრიტრებული იყოს იმაზე, რო კვალიფიციური კადრები გვყავდეს, ფეისბუქზე გარკვეული მუქარები მივიღე კონკრეტული ადამიანების მხრიდან, ისინი აანონსებენ, რომ შემხვდებიან ოზურგეთში და ეს არის ქართული ოცნების სახე“,-განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ღურჯუმელიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ძალა უწოდა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება საკრებულოში იყვნენ.

„სხდომის დაწყებამდე ჩვენ გვქონდა შელაპარაკება იმ დესტრუქციულ ძალასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რომელიც უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. ჩვენ მას მოვუწოდეთ რომ მას არ ჰქონდა მორალური უფლება ყოფილიყო საკრებულოში და ისიც ვუთხარით, რომ ხულიგნობის ადგილი ნამდვილად არ არის საჯარო სივრცეში“,-განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.


close დახურვა