ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, მეუფე იოსების რეზიდენციის ტერიტორიაზე დედების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობდა. მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.