ოზურგეთში ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 300 ლარი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.