logo
ENG



ოზურგეთში ენტეროვირუსის ნიშნებით 80-მდე ბავშვი მკურნალობს - ბაღებში სწავლის პროცესი შეწყდა

18 ოქტ 202016:28
3 წუთის საკითხავი
clock 576
rpl1dr4tjjkq3iw.png

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში, ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 80-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

"შაბათს ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.

გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.

დაზუსტებული ინფორმაციით სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ 1. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას.

აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა 2 დღით ადრე.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება", - წერია განცხადებაში.


close დახურვა