გურიაში სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული 23 წლის ქალის კონტაქტია - და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
23 წლის ქალი ე.წ. დონას კლასტერს განეკუთვნება. არსებული ინფორმაციით, ის საკონდიტრო დონაში, როგორც მომხმარებელი ისე იმყოფებოდა, კორონავირუსის სიმპტომები კი რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავიირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 1302-ს შეადგენს.