საჯარო მოხელეებს თავიანთ სურვილის საწინააღმდეგოდ ავალებენ მივიდნენ აქციაზე, - ამის შესახებ განცხადებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი განცხადებით, საჯარო მოხელეებს თავიანთ სურვილის საწინააღმდეგოდ ავალებენ, 15-დან 30-ლარამდე თანხას აძლევენ საკვებისთვის, რითიც ცდილობენ, შექმნან რაღაც ანტურაჟი თითქოს ხალხი უჭერს მხარს ივანიშვილს.
„14 დეკემბერს დაგეგმილია აქცია. საჯარო მოხელეებს თავიანთ სურვილის საწინააღმდეგოდ ავალებენ, 15-დან 30-ლარამდე თანხას აძლევენ საკვებისთვის, როგორც გავიგე ერთ-ერთი აიპის თუ სსიპის ხელმძღვანელი ამ თანხებს იპარავს. ამით ცდილობენ, რომ შექმნან რაღაც ანტურაჟი თითქოს ხალხი უჭერს მხარს ივანიშვილს. ეს ძალით მოყვანილი ხალხი ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.