ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დროულად მოიხსნას ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი და ასევე კომენდატის საათი. მათი განცხადებით, მთავრობა დაპირებას კვლავ არ ასრულებს და მოსახლეობაზე შეპირებულ დახმარებებს არ გასცემს.
უფრო ზუსტად, შეზღუდვები იხსნება არათანმიმდევრულად, მათ შორის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სატრანსპოროტო შეზღუდვების მოხსნაა. ასევე, ოპოზიციისთვის გაურკევეველია, ავტომობილში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვის გაგრძელებაც.
"ეს არის მთავრობის იდიოტიური შეზღუდვების გაგრძელება. ან თავის დროზე რატომ შემოიღეს, ან ახლა რატომ აგრძელებენ. სამი ადამიანის შეკრება თუ შეიძლება, მანქანაში რატომ არ შეიძლება?! ეს სისულეები, კომენტანტის საათი და ა.შ. - არანირი კავშირი ამას ვირუსის შეკავებასთან არ აქვს. ვის სჭირდება, გარდა იმისა, რომ ურთულებენ ხალხს ცოხვრებას. ამავე დროს შეზღუდვების პარალელრუად, მოსახლეობას არ აძლევენ დახმარებას. ერთი თეთრი არ მიუღიათ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს",-აცხადებს ოთარ კახიძე.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შეზღუდვების ამგვარი მდგომარეობა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ისახავს და ესაა მოსახლეობის შიდაპატიმრობა. ხელისუფლების ოპონენტები პროცესებს ალოგიკურს უწოდებენ.
"წარმოუდგენელ შეზღუდვებთან გვაქვს საქმე და არაფერ კავშირში არაა პანდემიასთან ბრძოლასთან. ამავე დროს ტურისტებისთვის ხსნიან ქვეყანას და თან ქვეყნის შიგნით ოჯახის წევრებს ერთად სიარულის უფლებას არ აძლევენ. არანაირი ლოგიკა აქ არაა, გარდა იმისა რომ ხელისუფლებას სურს დათრგუნოს საზოგადოება და შიდა პატიმრობაში ამყოფოს ჩვენ მოსახლეობა",-აცხადებს გიორგი გუგავა.