ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოს პრესტიჟის საქმისთვის არის ძალიან დიდი საქმე. რუსეთს ჩვენ მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რომ ქართველი ადამიანის სისხლში გაისვარა ხელი და ამაზე პასუხი მოეთხოვა, ეს ძალიან დიდი საქმეა. მათ უნდა ჩაიხედონ გულში და თქვან, რომ საქართველოს ჰყავს თავისი ხელმძღვანელები, საქართველოს ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ესაა მთავარი, ახლა უკვე ჯერი საქართველოზეა, საქართველოს ხელისუფლებაზე, საქართველოს სამართალდამცავებზეა, აწი რამდენად უღირთ მათ ჩვენი ქვეყნის სახელი.