logo
ENG



ოკუპანტების მიერ 14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია

19 დეკ 202114:16
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება

ოკუპანტების მიერ 14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია. 

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

გელა გოჭოშვილს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდნენ. 

"უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი ცხელი ხაზი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას".- აცხადებს სუს-ი. 


close დახურვა