logo
ENG



ოკუპანტების მიერ გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ უცნობია

13 ივლ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია კვლავ უცნობია - გავრცელებული ცნობებით, ის ცხინვალში უნდა იყოს გადაყვანილი.

გატაცებული კაცის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და პრემიერ მინისტრის მრჩეველი მხოლოდ სახალხო დამცველის მწვავე კრიტიკის შემდეგ ჩავიდნენ. ნინო ლომჯარიამ ხელისუფლება  პასიურობაში დაადანაშაულა.  

ახლობლები ქვემო ჭალას მკვიდრს სამი დღეა, უშედეგოდ ეძებენ. ცნობილია, რომ ოკუპანტებმა ის გატაცებასთან ერთად დაჭრეს. 

გატაცებული უკანონო ტყვეობაშია და ბრალის წარდგენამდე საავადმყოფოშია მოთავსებული. ერგნეთის სამუშაო შეხვედრაზე ერთადერთ საკითხად სუს-ი სწორედ გატაცებული კაცის დაბრუნებას დასვამს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ოჯახები კი აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და მუდმივ შიშში ცხოვრობენ. 


close დახურვა