ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ფორმულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გახელაძის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად, მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება აღარ იყო.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.