logo
ENG



ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია - სუს

27 ოქტ 202316:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/a0r987rr75zeljj.png

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა