logo
ENG



ოკუპანტების შეტევას დონეცკის ოლქზე ორი ადამიანი ემსხვერპლა

30 მარ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/30/ry3v3yibdnkd6dp.jpg

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის, ქალაქ კრასნოჰორივკაზე მიტანილმა იერიშმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

ცნობილია, რომ თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა და მისი სამიზნე საცხოვრებელი ბინები იყო.

იერიშს 73 წლის კაცი და 70 წლის ქალი ემსხვერპლა.

თავდასხმამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობებიც.


close დახურვა