logo
ENG



ოკუპანტებმა ერგნეთთან ახალი მავთულხლართები გაავლეს

01 მარ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ერგნეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართები განათავსეს. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა, კონფლიქტის ზონაში გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ სეპარატისტებმა, ძველად გაკეთებული ღობიდან 30 მეტრის შიგნით, ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს.

ადგილობრივების განცხადებით, ოკუპანტები ამით ცდილობენ ე.წ საზღვარს ოფიციალური სახე მისცენ.

„ღობისგან დაახლოებით 30 მეტრში, ახალი მავთულხლართი გაავლეს. ამით ცდილობენ, რომ უფრო გაამყარონ ე.წ. საზღვარი. საპატრულო არეალს ქმნიან“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 


close დახურვა