კრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დილით, რუსეთმა შაჰედის ტიპის დრონების გამოყენებით სუმის რაიონულ ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას ორჯერ დაარტყა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.
"პირველი დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, განადგურდა საავადმყოფოს რამდენიმე სართული. მომსახურე პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამსახურები და პოლიციის ოფიცრები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რათა ხალხს დახმარებოდნენ. პაციენტების ევაკუაციის პროცესში მტერმა საავადმყოფოს მეორედ დაარტყა", - წერს კლიმენკო.
ინფორმაცია რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ იერიშისთვის KAB-ტიპის მართვადი საჰაერო ბომბები გამოიყენეს.