logo
ENG



ოკუპანტებმა უკრაინაში, სულ მცირე, 183 რელიგიური ადგილი მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურეს

25 ივლ 202208:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/25/f68gt5w260cbrgh.jpg

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, სულ მცირე, 183 რელიგიური ადგილი მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურეს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

უკრაინის ეთნიკურ საკითხთა მონიტორინგის (DESS) ცნობით, დაზიანებული 183 ადგილიდან 5 მუსლიმური, 5 იუდეური, დანარჩენი 173 კი ქრისტიანული საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობაა.

ამასთან, მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, განადგურებული რელიგიური ადგილებიდან 22 სხვადასხვა პროტესტანტული თემისაა, 19 უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიის, 3 რომის კათოლიკურ ეკლესიის და 2 ბერძნული კათოლიკური ეკლესიისაა.

 

 

 


close დახურვა