![2024/07/19/23arzkillp322zo.jpg](/uploads_script3/articles/2024/07/19/23arzkillp322zo.jpg)
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, მიკოლაევის საცხოვრებელ უბნებზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის ერთი ბავშვია.
ინფორმაციას ამის შესახებ მიკოლაივის მერი ალექსანდრე სიენკევიჩი Telegram-ზე ავრცელებს.
"ცნობილია, რომ დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი", - წერს იგი.
სარაკეტო იერიში რუსებმა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე განახორციელეს.