რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში დასახლება ავდეევკა დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.
კირილენკოს ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი ავდეევკას ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გახსნეს.
"დღეს - მორიგი შავი დღეა ჩვენი ავდეევკასთვის. დილით, რუსულმა ბოროტმა სულებმა კიდევ ერთხელ მოიტანეს სიკვდილი ჩვენს მიწაზე, როგორც ყოველთვის ბოროტად, მალულად, პიკის საათში დაბომბეს ცენტრალური ბაზრის ტერიტორია ტანკებიდან და რეაქტიული სისტემებისგან. დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა 9", - წერს კირილენკო.
როგორც ცნობილია, გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა დონეცკის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ბოლო 24 საათში მტერმა 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა - 4 ლიმანში, 2 კი ტერნში. დაშავდა 1 ადამიანი.
რუსი ოკუპანტები ცდილობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას, ასევე კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევების მოგერიებაზე და აქვთ მცდელობა, განახორციელონ შეტევითი მოქმედებები ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით.