ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.
რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ხარკივის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
"ყურადღება ხარკიველებს: დარჩით თავშესაფრებში! რუსი ოკუპანტები ურტყამს რეგიონულ ცენტრს". აფეთქებების სერია ხარკივში. იყავით უკიდურესად ფრთხილად" - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.