logo
ENG



ოკუპანტებმა ხარკივის ერთ-ერთ ნაწილზე იერიში მიიტანეს - მერი

29 მაი 202221:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/29/fob4k4kbm09i051.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ერთ-ერთ ნაწილზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკივის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

"ოკუპანტები აგრძელებენ სროლას. დღესაც სამწუხაროდ ქალაქ ხარკივის ერთ-ერთ ნაწილზე იერიში მიიტანეს", - თქვა ტერეხოვმა.

რაც შეეხება მთლიანად ქალაქში ვითარებას, ტერეხოვიამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აგრძელებს.

"მეტროპოლიტენი ღამის საათებში თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს, დღის საათებში მუშაობს, თუმცა დღისით შეიძლება მისი თავშესაფრად გამოყენება", - განაცხადა მერმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ხარკივის ოლქში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო ჩასული და ადგილზე ვითარებას გაეცნო. მან ასევე იქ მყოფ სამხედროებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მედლები გადასცა.


close დახურვა