logo
ENG



ოკუპანტებმა ხარკივს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი დაშავდა

04 ივნ 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/04/p3mpf62ov9gueq4.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

რუსების თავდასხმის დროს ქალაქ ვოლჩანსკში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მოგვიანებით ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფელ პესჩანოესაც. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

"მტრების თავდასხმას ემსხვერპლა ორი მშვიდობიანი მოქალაქე - 62 და 74 წლის ქალები. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 37 წლის ქალმა და 40 წლის კაცმა. ისინი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ. წინასწარი მონაცემებით რუსები არტილერიიდან ისროდნენ", - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.


close დახურვა