ოკუპანტებმა ხარკივის ოლქში მდებარე აეროდრომზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკივის პროკურატურა ავრცელებს.
"რუსებმა სამოქალაქო აეროდრომს 4 რაკეტა ესროლეს. დაზიანდა რამდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავი", - წერს პროკურატურა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.