ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
რეგიონის სამხედრო მეთაური ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქს ცეცხლი 61-ჯერ გაუხსნეს, ხოლო უშუალოდ ქალაქს 36-ჯერ.
თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულების შენობა.