გუშინ ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს - ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 2 ადამიანი, ხოლო დაშავდა 25 მშვიდობიანი მოქალაქე.
უწყების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მშვიდობიანი დასახლებები 75-ჯერ დაბომბეს, მათ შეუტიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და დაბომბეს საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და სავაჭრო დაწესებულების შენობებში.
ოკუპანტებმა მასიური შეტევა განახორციელეს კრივი რიჰზე 13 ივნისს - თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, რადგან მოქალაქეს მძიმე დამწვრობები ჰქონდა.
ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მის საცხოვრებელ სახლზე ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს.