უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტებს სხვადასხვა ხერხებით წამლავენ.
"უკრაინელები ოკუპანტებს ყველა შესაძლო ხერხით ებრძვიან. არსებული ინფორმაციით, იზიუმის (ხარკოვის ოლქი) რაიონის მცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით. შედეგად ორი ოკუპანტი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო კიდევ 28 რეანიმაციაში მოხვდა. მათი მდგომარეობა ზუსტდება. ასევე მე-3 მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს", - წერს განცხადებაში.
19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა.