ერთ რუბლად და 49 წლით რუსეთმა ოკუპირებული ბიჭვინთის აგარაკები წაიღო. მარიონეტულმა რეჟიმმა უკანონო შეთანხმება გამთენიისას გააფორმა. შავი დღე უწოდეს მომხდარს აფხაზებმა. ოკუპანტებმა მიზანს ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად მიაღწიეს. საქართველოს ხელისუფლების ხმა მკაფიოდ არ ისმის. გაკეთდა წერილობითი განცხადებები. საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურობა ჯერჯერობით არ ჩანს.
ოკუპაციიდან ანექსიამდე - ბიჭვინთის აგარაკები რუსეთის საკუთრებაში
27 დეკ 202320:19
3 წუთის საკითხავი