logo
ENG



ოკუპაციის განზომილებები - შაბათის ფორმულა

29 ივლ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

რუსული საკრუიზო გემი, რომელიც ბათუმიდან ცნობილი მიმართულებით გაუშვეს, შესაძლოა საქართველოში ისევ დაბრუნდეს. ამჯერად ბათუმში ვიზიტს, კრემლის პროპაგანდისტების და რუსული ესტრადის, ე.წ. ვარსკვლავები გეგმავენ. ხელისუფლება, რომელიც რუსული ხომალდის მგზავრების თანამოაზრე და მათი ინტერესები დამცველია, ბათუმში, საკრუიზო გემის შესვლის შემდეგ, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბათუმი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების დამსახურებით, უკვე ლამის რუსულ ქალაქად იქცა, ტურისტებად ჩამოსული ოკუპანტები და უკვე ჩვენს ქვეყანაში, მასპინძლები ხდებიან. საოკუპაციო კრუიზი საოკუპაციო იმიტომ არის, რომ მისი მონაწილეების სრული უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ან ამართლებს მათი მთავრობის ქმედებებს, ან არ იმჩნევს.


close დახურვა