ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტი არჩევნები მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ასლან ბჟანია, ადგურ არძინბა და ლეონიდ ძაპშბა. ბჟანიამ ხმა მშობლიურ სოფელ ტამიშში მისცა.
დე-ფაქტო ვადამდელი არჩევნები იანვრის მოვლენების შემდეგ დაინიშნა. ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც შარშანდელი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ, ადმინისტრაციულ შენობებში შეიჭრნენ. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ვითარების განმუხტვის მიზნით იძულებული გახდა, გადამდგარიყო.