logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის გამო ზომები მკაცრდება

10 აპრ 202009:50
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალიდან მოსახლეობას სახლების დატოვება ეკრძალება. გამონაკლისს გადაუდებელი აუცილებლობა, მათ შორის სამედიცინო დახმარების მიღება, ასევე მედიკამენტებისა და პროდუქტების შეძენაა.

ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებაც არის საუბარი. დამატებითი შეზღუდვების 2-ჯერ დარღვევის შემთხვევაში კი პირებს 3 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ოკუპირებულ გაგრაში ამ დრომდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. ბოლო მონაცემებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 


close დახურვა