logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 აგვ 202008:28
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12-ით გაიზარდა. შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 274-ს შეადგენს. აქედან, 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 16  ინფიცირებული გადის.  3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციები, COVID-19-ის მკვეთრი აფეთქების ფონზე, საქართველოს მთავრობას აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნულია, აფხაზეთში ახალი დეფაქტო პრეზიდენტის არჩევამ, აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ელიტის პოზიტიურმა მესიჯებმა და COVID 19-თან დაკავშირებულმა საკითხებმა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის პერსპექტივები გაზარდა და ამ  ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.


close დახურვა