ბოლო 24 საათში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 32 ადამიანს გამოუვლინდა. ტესტირება 190 მოქალაქეს ჩაუტარდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 777 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 112 პაციენტი, ხოლო 197 გარდაიცვალა.